18 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, საშიში განცხადებები - ნინო ჯანგირაშვილი მმართველი გუნდის განცხადებებს ეხმაურება

„წულუკიანის კომენტარიც ამას ნიშნავდა, რომ საცემები კი იყვნენ, მაგრამ არ არის საჭიროო. წულუკიანი დიდი ხანია პოლიტიკაშია და ის მაინც იცის, რომ ფორმალურად მაინც უნდა შეწუხდეს,“ - ასე გამოეხმაურა  ტელეკომპანია კავკასიის გენერალური დირექტორი მმართველი გუნდის შეფასებებს რუსთავი2-ის ჟურნალისტებზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით.

ნინო ჯანგირაშვილი აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებმა ანტისახელმწიფოებრივი განცხადებები გააკეთეს. მისი თქმით, შესაძლებელი იყო, ადგილი ჰქონოდა ჟურნალისტების სიცოცხლის ხელყოფას და მაშინ, როდესაც ამას ხელისუფლება ამართლებს, მას პოლიტიკაში არაფერი ესაქმება.

„ეს არის ანტისახელმწიფოებრივი, საშიში განცხადებები. მე ვთვლი, რომ სახელმწიფოს მიერ არის ეს ჯგუფი წახალისებული, ვინაიდან ისინი სულ აანონსებენ, სულ იმუქრებიან,“ -განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

ის ინტერესდება, რატომ არ მოახდინა სათანადო რეაგირება პატრულმა, თუნდაც მაშინ, როდესაც მათი მისამართით კეთდებოდა აგრესიული და უცენზურო განცხადებები ე.წ. ქართული მარშის წევრების მიმართ.

მისივე თქმით, ხელისუფლებას ეს ჯგუფი სჭირდება იმისთვის, რომ დასაჯოს ხოლმე ის ხალხი, ვინც არ მოსწონს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები