18 ნოემბერი 2024,   02:25
ვრცლად
"ამ ადამიანის ადგილი ცალსახად არის ციხეში," - ნიკა გვარამია ლადო სადღობელაშვილზე საუბრობს

"რუსთავი ორის" თანამშრომლებზე თავდასხმის გამო ლადო სადღობელაშვილისა და სხვა პირების დაკავების ფაქტს დადებითად აფასებს ნიკა გვარამია. სამაუწყებლო კომპანიის გენერალური დირექტორი იმედს გამოთქვამს, რომ დაკავებულები კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

"ლადო სადღობელაშვილის დაკავება პოზიტიური ფაქტია, იგი არის დამნაშავე ძალიან ბევრს ქმედებაში. იგი ახორციელებს ანგარიშსწორებას ამ ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუციებთან, რიგით ქართველ ადამიანებთან, იმ ხალხთან ვინც არ აწყობს კონკრეტულ კლანებს იქნება ეს ხელისუფლებაში თუ საპატრიარქოში, ამიტომ ამ ადამიანის ადგილი ცალსახად არის ციხეში. მე ვიმედოვნებ რომ ამ საქმეს მიიყვანენ ბოლომდე და ის რამდენიმე წლით აღმოჩნდება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში,"-აცხადებს ნიკა გვარამია. 

დღის ამბები