ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ მუხათწყაროს გზაზე 2 ათასამდე ხის გაჩეხვასთან დაკავშირებით გაცემული ნებართვის გამო საკრებულოს გარემოს დაცვის კომიტეტს საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს.
ანალოგიური თხოვნით ფრაქციის წარმომადგენლებმა გუშინ კრიმინალურ პოლიციასაც მიმართეს. ტერიტორიის ნაწილი, სადაც ხეების გაჩეხვა იგეგმება თბილისის მერიას, მეორე ნაწილი იყო მცხეთის რაიონს ეკუთვნის.
სოფელ მუხაწყაროს გზაზე ხეების გაჩეხვის სამუშაობთან დაკავშირებით ენერგო-პრო ჯორჯიამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ამ ეტაპზე კომპანია არ ფლობს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემ ხაზებს - შესაბამისად ხეების მოჭრის ანძებთან დაკავშირება მცდარია.