„სითი პარკი“ მერიას მოუწოდებს უარი თქვას ხელშეკრულების გაუქმებაზე იმ დრომდე, ვიდრე სასამართლოში კონკრეტული დავები არ დასრულდება.
კომპანიის იურისტებმა განცხადებით მერიას უკვე მიმართეს. მათი თქმით, ის შენიშვნები, რომლის საფუძველზეც მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება გააუქმა, სასამართლშია გადაგზავნილი და მუნიციპალიტეტი ვალდებულია დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას.
„ასეთ შემთხვევაში გამოდის, რომ "სითი პარკს" ერთმევა საშუალება თავისი უფლებების დაცვის სამართლებრივი საშუალებები გამოიყენოს.
"ამავდროულად მუნიციპალიტეტის კაბინეტმა ეს გადაწყვეტილება მიიღო ადმინისტრაციული წარმოების სრული დაუცველობით“-ამბობს კომპანიის იურისტი ნათია წკეპლაძე.
დედაქალაქის მერი კომპანიის მოთხოვნებს მოგვიანებით უპასუხებს.