"ქართული მარშის" წევრების ადვოკატის, ცირა ჯავახიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო „რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მითითებით მოქმედებს. "რუსთავი 2"-ზე განხორიციელებული თავდასხმის საქმეზე გამოძიებამ 5 პირი დააკავა, მათ შორის ლადო სადღობელაშვილიც, რომლის უფლებადამცველი მიიჩნვეს, რომ სამართალდამცველებს დაკავების საფუძველი არ ჰქონდათ.
„თავის გამოხატვის უფლების რეალიზაცია სამართალდამცავმა ორგანოებმა მიიჩნიეს, რომ ეს არის ხულიგნობა. „რუსთავი 2"-ის წარმომადგენლებმა ზუსტად იცოდნენ, რომ იქ უკმაყოფილო ხალხი მიდიოდა. ამ შემთხვევაში, რადგან საკითხი ეხებოდა გვარამიას, გაბუნიას და „რუსთავი 2"-ს, ამის გამო დაიწყეს სისხლის სამართლის საქმე, როგორც ჩანს, გვარამია უკმაყოფილი იყო, რომ მხოლოდ ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობდა. უპრეცედენტო შემთხვევაა საქართველოში, რომ ორმაგი პასუხისმგებლობაში არიან დაკავებული პირები მიცემულნი - ადმინისტრაციული და სისხლი“,- განაცხადა ცირა ჯავახიშვილმა.
"ქართული მარშის" წევრები "რუსთავი 2"-ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს ორშაბათს დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს. ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ტელეკომპანიის ჟურნალისტებს. "ქართული მარში" გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა.