ღუდუშაურის საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, რომ სანდრო ბრეგაძეს დაზიანებები არ აღენიშნება და გუშინაც და დღესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის თქმით, ბრეგაძე კლინიკაში მისივე მოთხოვნით რჩება, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მას ჯანმრთელობის პრობლემა არ აქვს.
სანდრო ბრეგაძემ, როდესაც მას "რუსთავი 2"-ზე მომხარი თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცავები კითხავდნენ, სასწრაფო დახმარების ჯგუფი გამოიძახა. „ქართული მარში“ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ბრეგაძეს სამართალდამცველებმა სცემეს, თუმცა ექიმების თქმით, მას დაზიანებები არ აქვს.
„მას ჩაუტარდა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები, კონსულტაციები. პათოლოგიური კერა ვერ იქნა ნანახი და ვერც გარეგანი დათვალიერებით ფიქსირდება რაიმე ძალადობის კვალი. თავისივე მოთხოვნით დარჩა კლინიკაში და აგრძელებს სტაციონალურ მეთვალყურეობას. შესაძლებელი იყო გუშინვე გაწერილიყო ამ მონაცემებით, რაც წარმოგიდგინეთ,“- განაცხადა ექიმმა, მარინა გელანტიამ.
სანდრო ბრეგაძე ერთ-ერთი პირია, ვინც „რუსთავი 2"-ზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე სამართალდამცავებმა უნდა დაკითხონ, თუმცა საკუთარი სურვილით ის კლინიკაში რჩება. „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, მას უწყება უკვე გადაეცა და კითხვაზე დაიბარეს.