ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის ყოფილ მეუღლეს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. რივერა ბენდელიანს გამოძიება ძალადობის მუხლით ედავება. პროკურორების განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებებით, დასტურდება, რომ ბრალდებული მილენა მითაიშვილზე ხშირად ძალადობდა. რივერა ბენდელიანი საქართველოში არ იმყოფება. ის სამართალდამცველებს ამ დრომდე არ დაუკითხავთ. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 მაისს ჩაინიშნა.