18 ნოემბერი 2024,   02:02
ვრცლად
ექსპერტების განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე არის დაზიანებები - ქეთევან ციხელაშვილი არჩილ ტატუნაშვილზე საუბრობს 

არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა მიუსამძიმრა. ის სოფელ წილკანში იმყოფებოდა, სადაც ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი სამხედროს ცხედარი ასვენია.

ციხელაშვილის თქმით, ექსპერტები პირველადი დაკვირვებით ამბობენ, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარზე დაზიანებები აღინიშნება.

"სამწუხარო ის, რომ ვერაფერი შეცვლის იმ მძიმე შედეგს, რაც დადგა ამ ტრაგედიის შედეგად, ვგულისხმობ არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფას. გუშინ ჩატარდა ძალიან ინტენსიურ რეჟიმში ყველა პროცედურა ცხედრის ექსპერტიზის და ექსპერტიზა გრძელდება იმისთვის, რომ კვალიფიციური შედეგები დაიდოს. პირველადი დაკვირვების შედეგები ცნობილია თქვენთვის, ექსპერტების განცხადებით, ნამდვილად ცხედარზე არის დაზიანებები. მნიშვნელოვანია, რომ ტარდება გამოძიება. მნიშვნელოვანი ამოცანაა, რომ სათანადო გამოძიება ჩატარდეს“,- განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები