18 ნოემბერი 2024,   01:35
ვრცლად
"გმირული საქციელი ჩაიდინა" - მსახიობები არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს უსამძიმრებენ

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მსახიობებმა მიუსამძიმრეს. მათი თქმით, ქართველმა სამხედრომ გმირული საქციელი ჩაიდინა.

ასევე, სოფელ წილკანში, სადაც ქართველი სამხედროს ცხედარია დასვენებული, მისასამძიმრებლად თანასოფლელები მიდიან.

„ეს არის საოცარი, როდესაც დღევანდელ დღეს არ არის ომი და ამ დროს ის მოხვდა მტრის ხელში, გმირული საქციელი ჩაიდინა, არ აღიარა ის, რასაც ისინი სთხოვდნენ. მე ქედს ვიხრი მის წინაშე, მისი მშობლების წინაშე, რომ ასეთი არაჩვეულებრივი ყმაწვილი გაზარდეს“,- განაცხადა მსახიობმა, ასმათ ტყაბლაძემ.

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოკუპირებული ტერიტორიიდან გუშინ გადმოასვენეს. ცხედარი ჯერ სამხარაულის სახელობის ექსპერტიზაზე გადაასვენეს, შემდეგ კი ოჯახს დაუბრუნეს. ცხინვალის ციხეში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს შაბათს, ქანდაში, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები