19 აპრილი 2024,   17:00
ვრცლად
თავდასხმა დავით როსტომაშვილზე - დაკავებულის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს

მსახიობ დავით როსტომაშვილზე მომხდარი თავდასხმის საქმეზე დაკავებულის ოჯახის წევრებმა აქცია გამართეს. მათი თქმით, ბექა კირვალიძე უდანაშაულოა და სასჯელს უკანონოდ იხდის.

ისინი საქმის გადახედვას და ობიექტურ გამოძიების ჩატარებას ითხოვენ.

„განა რამდენით დაასპონსორა მევახშე, ყაჩაღმა, ყაჩაღის მამა როსტომაშვილმა, რომ ამისთანა უსამართლობა ჩაიდინა. მესმის, რომ პროკურატურა გებრძვის, მაგრამ სამართალი ხომ მოსამართლესთან უნდა ვიპოვოთ. მას ეტყობა როსტომაშვილისგან დიდი ფული ჰქონდა აღებული და მას აღარ ედარდებოდა ამ სამი უდანაშაულო ბიჭის ბედი“,- განაცხადა ბექა კირვალიძის დედამ, ლია ბეჟაშვილმა.

დღის ამბები