18 ნოემბერი 2024,   01:53
ვრცლად
მორიგი საპროტესტო აქცია ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ

სვანეთში ჰესების მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია-ბრიფინგი გაიმართა.

აქციის მონაწილეების თქმით, ჰესების მშენებლობა ადგილობრივების სიცოცხლეს, გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობას საფრთხეს უქმნის.

ისინი აცხადებენ, რომ მთავრობას არასწორი ენერგოპოლიტიკა აქვს.

„პირდაპირ მდინარის ნაპირზე ვცხოვრობ. ნამდვილად უქმნის ჩემს სიცოცხლეს საფრთხეს ჰესების მშენებლობა“,- განაცხადა მესტიის კულტურის სამსახურის თანამშრომელმა, მანანა საღლიანმა.

 

დღის ამბები