18 ნოემბერი 2024,   01:46
ვრცლად
წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის საცხოვრებელ სახლთან ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული დადგება

ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს სამხედროებმა ეროვნული დროშა გადააფარეს. მის საცხოვრებელ სახლთან წილკანში ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული დადგება. არჩილ ტატუნაშვილს შაბათს ქანდაში სამხედრო პატივით დაკრძალავენ. მანამდე ტატუნაშვილის ცხედარს წეროვანში წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაასვენებენ, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართება. დღეს დილიდან კი წილკანში არ წყდება ხალხის ნაკადი.

არჩილ ტატუნაშვილის ახლობლები ამბობენ, რომ ყოფილი სამხედრო სასტიკად ნაწამებია.

წილკანში იმყოფებოდა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული - გუბერნატორი ლევან ზაუტაშვილი.

„ვადასტურებ იმას, რომ არსებობს გარკვეული მიდგომები იმასთან დაკავშირებით, რომ რაღაც მსგავსი შედეგი არსებობს, მაგრამ ბოლომდე უნდა დაველოდოთ აუცილებლად ექსპერტიზის დასკვნებს. რა სახის დაზიანებებზე არის საუბარი და რა შედეგები გამოიღო საბოლოო ჯამში ექსპერტიზამ, ეს ბოლომდე ჯერ კიდევ ცნობილი არ არის. ამიტომ უნდა მოვუსმინოთ ყველა ვარიანტში და დაველოდოთ,“ - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

დღის ამბები