18 ნოემბერი 2024,   00:16
ვრცლად
"დამნაშავეები აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილები," - საქართველოს შეიარაღებული ძალების გენშტაბის უფროსი არჩილ ტატუნაშვილზე საუბრობს

არჩილ ტატუნაშვილის სახლთან ხალხის ნაკადი გვიან ღამემდე არ წყდებოდა. ოჯახს მიუსამძიმრა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვლადიმერ ჩაიჩიბაიამ.

"ეს არის ტრაგედია არა მარტო ამ ოჯახის, არამედ მთელი საქართველოსი და ვფიქრობ რომ დამნაშავეები აუცილებლად უნდა იყვნენ დასჯილები,"-განაცხადა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ. 

მოკლული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდები წილკანში შაბათამდე გაგრძელდება. ტატუნაშვილს შაბათს ორ საათზე დაკრძალავენ. თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით სამხედროს სახლთან ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული განთავსდება. მოკლული ტატუნაშვილის ცხეადრი ოკუპირებულმა ცხინვალმა ორი დღის წინ ქართულ მხარეს გადმოსცა, წინასწარი ინფორმაციით ცხედარს წამების კვალი აღენიშნება. ექსპერტიზის საბოლოო პასუხი ორ კვირაში გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები