სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი თურქეთის მხარეს მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
22-03-2018 09:25
სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტი თურქეთის მხარეს მიმდინარე სარეკონსტრუქციო სამუშაოების გამო, 22 მარტს დილის 08:00 საათიდან საღამოს 20:00 საათამდე მგზავრებს ვერ მოემსახურება. ამის მიზეზი, კომპიუტერული სისტემის ახალ შენობაში გადატანაა.