18 ნოემბერი 2024,   00:31
ვრცლად
საპროკურორო საბჭო დღეს ორ ახალ წევრს აირჩევს

საპროკურორო საბჭო დღეს ორ ახალ წევრს აირჩევს. პროცესში 500-ზე მეტი პროკურორი მონაწილეობს.

ვაკანსია საბჭოში მას შემდეგ გაჩნდა, რაც მის ორ წევრს, ნათია სონღულაშვილსა და გიორგი გაბოძეს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდათ. 

ნათია სონღულაშვილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად დაინიშნა, ხოლო გიორგი გაბოძე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გადავიდა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობას იღებს. განსაკუთრებით მინდა, გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა იმ პირების მიმართ, ვინც იღებს არჩევნებში მონაწილეობას. მე გამაჩნია პროკურატურაში მუშაობის 16 წელი და თითქმის ყველა ეტაპი მაქვს გავლილი,“-აცხადებს პროკურორობის კანდიდატი დავით ჯინჭველაძე.

პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, პროკურატურიდან წარმოდგენილია შვიდი კანდიდატურა. მისი თქმით, შვიდივე კანდიდატი ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებს.

დღის ამბები