18 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"რატომ აწუხებ "RMG"-ისო?" - "ქართული ოცნების" დეპუტატი სოფელ დიდი დმანისის მაცხოვრებელს ფიზიკურად გაუსწორდა

დმანისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ სოფელ დიდი დმანისის მაცხოვრებელს ფიზიკურად გაუსწორდა.

მურაზ მარტიაშვილს საკუთარ ნაკვეთამდე მისასვლელად ოქროს მომპოვებელი კომპანიის „არმეჯი გოლდის“ სარგებლობაში არსებული მიწების გავლა უწევს რაც, როგორც აღმოჩნდა, კომპანიას აღიზიანებს.

„არემჯი გოლდის“ ინტერესების დაცვა კი სწორედ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა გადაწყვიტა.

მარტიაშვილი ამბობს, რომ მას დეპუტატი შოთა აკოფაშვილი დახვდა, რომელმაც მოუწოდა მარტიაშვილს, რომ მას ხშირად არ ევლო საკუთარ ნაკვეთზე. რასაც მოჰყვა შეკამათება და შემდეგ ფიზიკური დაპირისპირება.

„ჩემს საკუთარ მიწაზე ვიყავი შესული. გზა აღმოჩნდა „არ ემ ჯის“ ტერიტორიაზე. შევუთანხმდი „არ ემ ჯი-ს,“ იქ შეფერხება არ მქონია.  სახლში რომ დავბრუნდი დამხვდა დეპუტატი და მითხრა რატომ აწუხებ „არ ემ ჯი-ს,“  რატომ დადიხარო, ჯერ მე უნდა შემითანხმდეო, რომ ვერ დამიყოლია, გაღიზიანდა და წავიდა ფიზიკური დაპირისპირება,“-ამბობს მარტიაშვილი.

ადგილზე იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია. მელიას თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელშეწყობით „არ ემ ჯი“ ატერორებს ადგილობრივ მოსახლეობას.

„არ ემ ჯი“ არის მაფიოზური დამნაშავე ვითომ კერძო კომპანია სინამდვილეში ბიძინა ივანიშვილის ინტერესების გამტარებელი, რომელიც ატერორებს მოსახლეობას,“-აცხადებს მელია.

მარტიაშვილმა უკვე მიმართა პოლიციას და ის დაკითხვაზეა დაბარებული.

დღის ამბები