18 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლოში ტერორიზმის ხელშეწყობისთვის დაკავებული 8 პირის საქმეს განიხილავენ

თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ წუთებში 2 პარალელური პროცესი მიმდინარეობს, სადაც ტერორიზმის ხელშეწყობისთვის დაკავებული 8 პირის საქმეს განიხილავენ.

ორი ბრალდებულის, გორნაკაშვილის და ჩოფანაშვილის სასამართლო პროცესი ამ წუთებში იმართება. დანარჩენი 6 ბრალდებულის სხდომაზე თარჯიმანს ელოდებიან და სხდომა მას შემდეგ განახლდება.

გორნაკაშვილის და ჩოფანაშვილის ინტერესების დამცველები საქმის გაყოფის შესახებ არ საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ პროკურატურამ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ადვოკატები ასევე, არ საუბრობენ საქმის გაყოფის მიზეზი გახდა თუ არა შესაძლო საპროცესო შეთანხმება.

დანარჩენი 6 ბრალდებულის ინტერესების დამცველები საქმის გაყოფის მიზეზად შესაძლო საპროცესო გარიგებას ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ პროკურატურას ჩოფანაშვილის და გორნაკაშვილის დანარჩენ 6 ბრალდებულის ძირითად საქმეზე მოწმის სახით დაკითხონ.

დღეს მტკიცებულებების წარდგენა ხდება და სავარაუდოდ, დღესვე მოსამართლემ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, გადაეცემა თუ არა საქმე სასამართლოს არსებითად განსახილველად.

საქმეზე სულ 8 პირია ბრალდებული, რომლებსაც გამოძიება ტერორიზმის ხელშეწყობას ედავება.

დღის ამბები