კომპანია „სითი პარკის“ ხელმძღვანელი ბიზნესომბუდსმენს შეხვდა.
შეხვედრაზე კომპანიის ხელმძღვანელმა „სითი პარკისთვის“ ხელშეკრულების შეწყვეტის ეკონომიკურ და სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრა.
„სითი პარკის“ მენეჯმენტი თბილისის მერიის მხრიდან ცალმხრივად ხელშეკრულების გაწყვეტას არ ეთანხმება და სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელებას ქართულ სასამართლოში და საერთაშორისო არბიტრაჟში გეგმავს.
„მთელი ამ პერიოდის განმავლობაში გვესმოდა განცხადებები მერიისაგან , „სითი პარკთან“ დაკავშირებით, მათ შორის კახი კალაძისაგან. ჩვენ გვაქვს კითხვა, რატომ იყო ასეთი აქტუალური „სიტი პარკის“ სწორედ მან ხომ არ გახადა ეს საკითხი პოლიტიკური.
კალაძემ საკუთარ განცხადებებში ახსენა, რომ ჩვენი კომპანიის მიმართ მიდგომა იქნებოდა სამართლიანი, თუმცა აქამდე არანაირი სამართლიანი მიდგომა ჩვენთან დაკავშირებით მერიას არ ჰქონია.
ვაპირებთ ჩვენი უფლებები დავიცვათ ქართულ სასამართლოში, გვაქვს სამართლიანი სასამართლოს იმედი, იმ შემთხვევაში თუ საკუთარ სიმართლეს ვერ დავამტკიცებთ, ვაპირებთ, ჩვენი პოზიცია საერთაშორისო დონეზე დავიცვათ“-ამბობს "სითი პარკის" გენერალური მენეჯერი ბენიამენ ლაჰავი.
ბიზნესომბუდსმენის განცხადებით, მათ მერიისგან უკვე გამოთხოვილი აქვთ დოკუმენტაციას და გააგრძელებს მონიტორინგის პროცესს.