18 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
"მათი ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ახლობელია" - არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა მიუსამძიმრეს

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს, გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებმა მიუსამძიმრეს. 

ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას დედა, მეუღლე და შვილები წილკანში, არჩილ ტატუნაშვილის სახლში, სამძიმრის გამოსახატად იმყოფებოდნენ.

„მათი ტკივილი ჩემი ოჯახისთვის ძალიან ახლობელია, იმიტომ რომ ზუსტად წელიწადი და 10 თვის წინ ჩვენი შვილიც ასე ვერაგულად მოგვიკლა მტრის ტყვიამ. მასაც არ აპატიეს, რომ ქართველი ადამიანი დაუცვა, ქართული პასპორტი დაიცვა და ყველას თვალწინ ექვსი ტყვიით ჩამიცხრილეს.

ანალოგიური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა ეს ოჯახი. ნაწამები შვილის სხეული 26 დრის შემდეგ ძლივ მიიღეს, რომ მოფერებოდნენ და მათთვის სასურველი პატივი რომ მიაგონ“-ამბობს გიგა ოთხოზორიას დედა ჯულიეტა ჭანტურია.

გიგა ოთხოზორია ე.წ. რუსმა მესაზღვრემ სოფელ ხურჩასთან, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე 2016 წლის 19 მაისს მოკლა. მისი მკვლელობა გამშვებ პუნქტთან დამონატაჟებულმა კამერამ დააფიქსირა.

მალევე მოხდა იმ პირის იდენტიფიცირება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ნაწილში გადმოვიდა და ოთხოზორიას ცეცხლსასროლი იარაღიდან სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

რაშიდ კანჯი ოღლი ამ დრომდე პასუხისმგებაში მიცემული არ არის. 

 

დღის ამბები