18 ნოემბერი 2024,   00:41
ვრცლად
"გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია ქარტიის მეშვიდე პრინციპი" - ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია ქარტიის მეშვიდე პრინციპი- ამის შესახებ განცხადებას ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქვეყნებს.

„ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის გადაწყვეტილებით, "რუსთავი 2-ის" წამყვანს, გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია ქარტიის მეშვიდე პრინციპი, რომლის თანახმადაც „ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით,”-ნათქვამია განცხადებაში.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას მოქალაქემ მიმართა განცხადებით, რომელიც მიიჩნევდა, რომ  გაბუნიამ  P.S.-ის ერთ-ერთი სიუჟეტის წარდგენისას, რომლის ტექსტიც იესო ქრისტესთან პარალელს ავლებდა, ქარტიის მეშვიდე პრინციპი დაარღვია.

დღის ამბები