სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე, კიდევ ერთი პირი დააკავეს.
ბექა რევაზიშვილს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლს ედავება, რაც ხულიგნობას (წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) ნიშნავს.
ექვსივე დაკავებულს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბრალი ოფიციალურად წარუდგინა.
პროკურატურამ საქალაქო სასამართლოს მათი წინასწარპატიმრობაში დატოვების შუამდგომლობით უკვე მიმართა.