18 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
ბოლნისის მერი ადგილობრივი ხელისუფლების RMG-სთან კავშირს უარყოფს

"ქართული ოცნების" დეპუტატის მხრიდან სოფელ დიდი დმანისის მცხოვრებისთვის მიყენებულ ფიზიკურ შეურაცხყოფას ბოლნისის მერი ეხმაურება. დავით შერაზადიშვილი აცხადებს, რომ კონფლიქტი, შესაძლოა თავად პიროვნებებს შორის იყოს.

„კონფლიქტი შეიძლება პიროვნებებს შორის იყო და სპეკულაცია იყოს რაღაც სხვა თემაზე გადატანილი,“ - აღნიშნა მერმა.

დმანისის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ სოფელ დიდი დმანისის მცხოვრებს ფიზიკურად გაუსწორდა. 

ნაცემი მურად მარტიაშვილი  ამტკიცებს, რომ საკუთარ ნაკვეთამდე მისასვლელად ოქროს მომპოვებელი კომპანიის სარგებლობაში არსებული მიწების გავლა უწევს, რაც კომპანია RMG-ის აღიზიანებს. RMG-ის ინტერესების დაცვა კი სწორედ საკრებულოს დეპუტატმა გადაწყვიტა მმართველი გუნდიდან. 

ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი ადგილობრივი ხელისუფლების RMG-სთან კავშირს უარყოფს. 

დღის ამბები