შინაგან საქმეთა სამინისტრომ წალკის დროებითი მოთავსების იზოლატორი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განაახლა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო დროებითი მოთავსების იზოლატორების რეაბილიტაციას ახორციელებს.
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, სახალხო დამცველის პირველ მოადგილესთან, თამარ გვარამაძესთან და სამინისტროს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორთან, გიორგი მოსაშვილთან ერთად წალკაში, დროებითი მოთავსების განახლებული იზოლატორი დაათვალიერა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის ბოლომდე დროებითი მოთავსების კიდევ 6 იზოლატორის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად განახლებას გეგმავს.