ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში - მიკროავტობუსი, რომელსაც მუშები გადაჰყავდა მოცურდა და შემდეგ ამობრუნდა. დაშავებულია 8 ადამიანი.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, დაშავებულები სხვადასხვა სახის დაზიანებებით "ჯეო ჰოსპიტალში" გადაიყვანა. მათ ამ დროისთვის გამოკვლევები უტარდებათ.
გავრცელებული ინფორმაციით, რვავე მათგანს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება.
როგორც შსს-ში „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე პირველი ნაწილით აღიძრა, რაც გულისხმობს ავტომობილის, ტრამვაის, ტროლეიბუსის, ტრაქტორის ან სხვა მექანიკური ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.