18 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
ორი წელი პირადი ცხოვრების სკანდალური კადრების გავრცელებიდან - შანტაჟის მსხვერპლებს კითხვებზე პასუხი არ მიუღიათ

ორი წელი პირადი ცხოვრების სკანდალური კადრების გავრცელებიდან - 2016 წლის მარტში ჟურნალისტების და პოლიტიკოსების დაშანტაჟების ცნობილი ფაქტების შემდეგ პროკურატურამ ამ ეტაპზე მხოლოდ ის იცის, რომ ინტერნეტსივრცეში გავრცელებული კადრები საზღვარგარეთ აიტვირთა, მაგრამ ვინ განახორციელა ეს ქმედება, დაუდგენელია.

ცნობილი პირები კი, რომლებიც ამ შანტაჟის მსხვერპლი გახდნენ, დღემდე ამტკიცებენ, რომ მათი პირადი ცხოვრებით დაშანტაჟების მიღმა სახელისუფლებო ჯგუფები იდგნენ. მათი აზრით, სწორედ ეს არის მიზეზი, რომ გამოძიებას შედეგი არ მოჰყოლია.

ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ, რომელიც შანტაჟის ერთ-ერთი სამიზნე იყო, კითხვაზე, თუ რა ეტაპზეა გამოძიება, პასუხი ორი წელია, ვერ მიიღო.

მთავარმა საგამოძიებო უწყებამ ხმაურიან და სკანდალურ საქმეზე რომ ვერაფერი დაადგინა, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა უწყების მთავარმა პროკურორმა.

პირადი ცხოვრებით შანტაჟისა და მუქარის საქმეს მეორე წელია, ტერორისტულ აქტად აფასებენ "თავისუფალი დემოკრატები".

სამოქალაქო სექტორი ეჭვობს, რომ ვიდეოს გამავრცელებელს შესაძლოა, ხელს ხელისუფლება აფარებდეს.

დღის ამბები