18 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
„ავიდნენ ეკლესიაში, აანთეს სანთლები და წაიყვანეს“ - ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქეები გაიტაცეს

მორიგი გატაცება შიდა ქართლიდან - ე.წ. რუსმა მესაზღვრეებმა ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე დააკავეს.

იოსებ გუნდიშვილი და დავით გერკეული ოკუპანტებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ისინი სოფელ აძვის მიმდებარედ, წმინდა გიორგის ეკლესიაში სალოცავად მიდიოდნენ, თუმცა, ოკუპანტებმა ადგილზე დატოვეს მათი ავტომობილი.

მანქანა გამნაღმველებმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა უკვე დაათვალიერეს.

გატაცების შესახებ ოჯახის წევრებმა უშუალოდ გატაცებულებისგან შეიტყვეს იმ დროს, როდესაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა რუსულ სამხედრო ბაზაზე გადაიყვანეს.

„ავიდნენ წმინდა გიორგის ეკლესიაში, აანთეს სანთლები და წაიყვანეს“,- განაცხადა გატაცებულის ბიძამ, მურად ელიაურმა.

საქართველოს ორი მოქალაქის გატაცებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ადასტურებენ და ასევე ამბობენ, რომ ინფორმაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიაწოდეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები