18 ნოემბერი 2024,   00:42
ვრცლად
შუახევში უკვე მეოთხე დღეა დაკარგულ მოზარდს ეძებენ

უკვე მეოთხე დღეა შუახევში, მდინარეში დაკარგულ მოზარდს ეძებენ. ოპერაციაში ჩართულია 70-მდე მაშველი, თბილისიდან მიწვეული სპეციალისტები და ადგილობრივები.

სამძებრო სამუშაოებს ადიდებული მდინარე და დაბალი ხილვადობა ართულებს.

შემთხვევა სოფელ შუბანში მოხდა. თვითმხილველების თქმით, 13 წლის მურმან ფუტკარაძე მდინარეში ბურთის გამოსატანად შევიდა და ის წყალმა წაიღო.

დღის ამბები