18 ნოემბერი 2024,   00:35
ვრცლად
ზეწოლა და მუქარა - დავით ზურაბიშვილის შვილი გენერალურ ინსპექციას მიმართავს 

„რესპუბლიკური“ პარტიის ერთ-ერთი ლიდერის დავით ზურაბიშვილის შვილი გიორგი ზურაბიშვილი, ზეწოლასა და მუქარაზე საუბრობს.

საქმე ეხება იმ მუქარისა და შეურაცხყოფის შემცველ ტექსტებს, რომელსაც ზურაბიშვილი ორი დღის განმავლობაში იღებს. მიზეზი ჟურნალისტის მიერ ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის საწინააღმდეგო პოსტი გახდა.

გიორგი ზურაბიშვილი ეჭვობს, რომ ზეწოლა მასზე ძალოვანი უწყებების მიერ მართული პირების მხრიდან ხდებოდა, სწორედ ამიტომ ის დღეს გენერალურ ინსპექციას მიმართავს.

ჟურნალისტი სარჩელის შეტანას აპირებს პროკურატურაშიც.

ძალოვანი სტრუქტურების სახელით ადამიანების მიზანმიმართული, ფსიქოლოგიური ზეწოლის ფაქტების გამოძიების მოთხოვნით შსს-სა და სუს-ს უკვე მიმართა დავით ზურაბიშვილმაც.

„თავს დამესხნენ ანონიმური ექაუნთები, მე დიდი ეჭვი მაქვს რომ ესენი არიან ძალოვანი უწყების მიერ მართული ადამიანები. ჩემზე ახორციელებდნენ ზეწოლას, მემუქრებოდნენ, რომ თუ არ გავჩუმდებოდი მეც გავიზიარებდი ჩემი მეგობრის ბედს. მივალ გენერალურ ინსპექციაში, ერთადერთ დამამტკიცებელი საბუთი რაც მაქვს, ეს არის მასიჯები და წერილები, რაც არის მოსული. ასევე მე პარალელურად ვამზადებ სარჩელს და ვაპირებ პროკურატურასაც მივმართო, რომ დაიწყოს გამოძიება,“-განაცხადა გიორგი ზურაბიშვილმა.

დღის ამბები