"რუსთავი2"-ის თანამშრომლები დავით ერაძე და თამთა მურადაშვილი დაზარალებულად ოფიციალურად ცნეს. ამ მიზეზით პოლიციის განყოფილებაში ისინი გვიან ღამით დაიბარეს.
ინციდენტი "რუსთავი2“-ის შენობასთან რამდენიმე დღის წინ მოხდა.
ე.წ. „ქართული მარშის“ წევრებმა, რომლებიც გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდნენ, ტელეკომპანიის იურისტის მანქანა ალყაში მოაქციეს და გაბუნიასა და მურადაშვილს დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში გადაადგილების უფლებას არ აძლევდნენ.
დაპირისპირების შედეგად დავით ერაძეს „ქართული მარშის“ წევრებმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.
„საქმის წარმოების დროს რაც საჭირო იქნება დაზარალებულის მონაწილეობა, შესაბამისად დავეხმარები გამოძიებას,“-განაცხადა თამთა მურადაშვილმა.