ეროვნული სამაუწყებლო ოპერატორ „სტერეო +“ის საქმესთან დაკავშირებით ახალ დეტალებზე, კომპანიის დამფუძნებელი ადვოკატთან ერთად პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
კომპანიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ „სტერეო +“ ის ხელში ჩაგდებას ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილი უკანონო გზებით ცდილობს.
„მივმართავთ საკონსტიტუციო სასამართლოს. კომპანია მაინც უნდა გათავისუფლდეს ყადაღისგან. ეს უნდა განხორციელდეს მანამდე სანამ პროკურატურა არ ინებებს და არ აღადგენს იმ საქმეს და არ წარადგენს სასამართლოზე, სადაც გამოჩნდება თეთრიც და შავიც“ -ამბობს კომპანია ”დიჯიტალ ტვ”-ს დამფუძნებელი დავით ზილფიმიანი.
ბეჟუაშვილის კომპანიაში ბრალდებებს უარყოფენ და აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება წილებთან დაკავშირებით მათ სასარგებლოდ უზენაესმა სასამართლომ კანონიერად გამოიტანა.
„არანაირი სპეციალური ინტერესი ჩვენ „სტერეო+“-ის მიმართ არ გვაქვს.
"რაც შეეხება სხვა შესაძლო პრეტენზიებს ბატონ დავით ბეჟუაშვილის მიმართ, ამას შესაბამის სამართლებრივი სივრცეში გავცემთ პასუხს“-ამბობს ბეჟუაშვილის ადვოკატი ზვიად კორძაძე.