არჩილ ტატუნაშვილის მამა გიორგი ტატუნაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და თავდაცვის მინისტრს მადლობას უხდის.
გიორგი ტატუნაშვილის თქმით, ხელისუფლებამ გაითვალისწინა ოჯახის მოთხოვნა და ცხინვალში ოკუპანტების მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გიორგი ტატუნაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა საზოგადოებას თანადგომისთვის.
„მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ მინისტრს, თავდაცვის მინისტრს იზორიას, რომ ჩემი შვილის უკანასკნელი ადგილზე შესვენებაში დაგვეხმარნენ, რომ ძმათა სასაფლაოზე მოგვცენ საშუალება დაკრძალვის, მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს მთლიან საზოგადოებას თანადგომისთვის“-ამბობს არჩილ ტატუნაშვილის მამა.
ახალგორის გამგებლის ნუგზარ თინიკაშვილის თქმით, უკვე ცნობილია, რომ არჩილ ტატუნაშვილს ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ, მისი გამოსვენება კი წეროვნის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრიდან მოხედება.