საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე არჩილ ტატუნაშვილის ოჯახში იმყოფება. ილია მეორემ ცხინვალში მოკლული ქართველი სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა.
ილია მეორე წილკანში სასულიერო პირებთან ერთად ჩავიდა. პატრიარქი სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს აღავლენს.
ცხინვალის ციხეში ოკუპანტების მიერ მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს, ხვალ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე დაკრძალავენ. ტატუნაშვილის სახლთან მის დაკრძალვამდე იდგება ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული.