„ეს არ არის მხოლოდ ოჯახის ტრაგედია, ეს არის მთელი ჩვენი ერის და ქვეყნის ტრაგედია,“ - ეს განცხადება, სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქმა, ილია მეორემ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახთან შეხვედრისას გააკეთა.
პატრიარქმა ცხინვალში მოკლული ქართველი სამხედროს ოჯახს მიუსამძიმრა. ილია მეორე წილკანში სასულიერო პირებთან ერთად ჩავიდა და სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი აღავლინა.
დეკანოზი, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, მამა შალვა კეკელიას თქმით, რომ ილია მეორემ ოჯახთან საუბრისას აღნიშნა, რომ არჩილ ტატუნაშვილის გარდაცვალება ქვეყნის ტრაგედიაა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, გია გვაზავა აღნიშნავს, რომ ტატუნაშვილის სიკვდილი ოკუპაციის შედეგია. გია გვაზავა აცხადებს, რომ ოკუპანტების მიერ არჩილ ტატუნაშვილის მოკვლა მთელმა მსოფლიომ უნდა გაიგოს და მოძალადეს ადეკვატური პასუხი უნდა გასცეს ქვეყანამ.
ტატუნაშვილის სახლთან ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული დგას.