ბიბლიოთეკების დახურვასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა თბილისის მასშტაბით 3 ადგილას ბიბლიოთეკების მხარდამჭერი აქცია გამართეს.
მათი განცხადებით, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიური მდგომარეობის ფონზე ბიბლიოთეკების არსებობა აუცილებელია, რადგან ბიბლიოთეკები განათლების მიღების ერთ-ერთი ადგილია.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ბიბლიოთეკები შეინარჩუნოს დედაქალაქმა, რათა თბილისელებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ მოვიდნენ და მიიღონ შესაბამისი ცოდნა,
წიგნი არის ძალიან ძვირი ფუფუნება, ყველას არ აქვს საშუალება ეს ფული გადაიხადონ, ამიტომ არსებობს ბიბლიოთეკები“-განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.