18 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
აქცია კახეთის სოფელ ბირკიანში - ადგილობრივები ხადორ ჰესის მშენებლობას აპროტესტებენ

პანკისის ხეობის მოსახლეობის ნაწილი ხადორ ჰესის მშენებლობას აპროტესტებს.

ადგილობრივები სოფელ ბირკიანში შეიკრიბნენ და იმ ზიანის შესახებ ისაუბრეს, რაც ჰესის მშენებლობას შეიძლება მოყვეს.

აქციის მონაწილეების ინფორმაციით, მდინარე ალაზნის სარწყავი წყალი მთლიანად მილებში მოექცევა, რის გამოც სოფელს წყლის მიწოდება შეუწყდება.

მათივე თქმით, მოხდება საძოვრების ათვისებაც და მოსახლეობა მიწის გარეშე დარჩება. ისინი ვარაუდობენ, რომ დენის ტარრიფზე შეღავათი არ ექნებათ.

პანკისელები აცხადებენ, რომ გარემოზე ზიანის მიყენების შესახებ ოფიციალური დასკვნაც არსებობს. ჰესის მშენებლობას კომპანია "ალაზანი ენერჯი" ახორციელებს.

დღის ამბები