აჭარაში ხეების უკანონო ჭრას აპროტესტებს "დემოკრატიული მოძრაობა, ერთიანი საქართველოს" ადგილობრივი ორგანიზაცია. მათ აქცია სოფელ ცეცხლაურში გამართეს.
ადგილობრივების თქმით, ბიძინა ივანიშვილის აგარაკზე ხეების ტრანსპორტირებას სოფელში არსებული ათეულობით მწვანე ნარგავი ეწირება, მძიმეწონიანი ავტომანქანების გადაადგილების გამო კი ნადგურდება ინფრასტრუქტურა.
„წამოღებულ ხეებს უნდა შეეწიროს ცეცხლაურის ერთი მხარე ქარსაცავი ზოლი. ჩვენთან არის ნაკრძალი, რომელშიც იყო იყვნენ ბიძინა ივანიშვილის წარმომადგენლების, ნახეს ხე და 50-60 ხე უნდა შეეწიროს იმის ტრანსპორტირებას,“ - ამბობს „დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს” ქობულეთის ორგანიზაციით თავმჯდომარე ხვიჩა გამარჯობაძე.