არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი დღეს საღამოს 22:00 საათამდე გაგრძელდება. მას ხვალ დილით სოფელ წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გადაასვენებენ.
ეკლესია დევნილთა დასახლების მე-19 რიგში მდებარეობს. ტაძრიდან ცხედარს შუადღის ორი საათის შემდეგ გამოასვენებენ და მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
არჩილ ტატუნაშვილის სახლში, წილკანში, ქართველი სამხედროსთვის პატივის მისაგებად ჩასულთა რიგი არ წყდება.
სახლთან დგას ეროვნული გვარდიის საპატიო ყარაული, ისინი არჩილ ტატუნაშვილის სახლთან მის დაკრძალვამდე დარჩებიან.