18 ნოემბერი 2024,   00:17
ვრცლად
ადამიანური შეცდომა გუდაურის საბაგიროზე მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზად სახელდება

ადამიანური შეცდომა გუდაურის საბაგიროზე მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზად სახელდება. საბაგირო "საძელეს" ავარია ელექტრო ენერგიის გათიშვამ გამოიწვია, შემდეგ კი საბაგიროს ოპერატორებმა ინსტრუქციის მიხედვით არ იმოქმედეს და კონსტრუქცია დიზელ-გენერატორზე დროულად არ გადაიყვანეს.  

ვიცე-პრემიერმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საერთაშორისო ექსპერტიზის დასკვნა, უბედური შემთხევიდან 1 კვირის შემდეგ საგანგებო ბრიფინგზე თავად გაასაჯაროვა.

იმ ოპერატორს, რომელიც 16 მარტის საბაგირო საძელეზე მორიგეობდა, უფლებამოსილება შეუწყდა. დადგება თუ არა მისი სისხლის სამართლებრივი პასუხიმგებლობის საკითხი, დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, ამაზე გადაწყვეტილება შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა მიიღოს.

გამოძიების დასრულებამდე დროებით თანამდებობრივი უფლებამოსილება შეუწყდათ მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორის მოადგილეს, ირაკლი ჭირაქაძეს და გუდაურის მთის მართვის დეპარტამენტის უფროსს, კოტე ქადაგიძეს.

„ბიურო ვერიტასის“ საერთაშორისო ექსპერტებმა გუდაურში 3 დღე იმუშავეს და დაასკვნეს, რომ საბაგირო "საძელე" ტექნიკურად გამართული იყო.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები