18 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
"არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე გამოძიება სწრაფად და ეფექტიანად წარიმართება" - ირაკლი შოთაძე

"გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად,“- ეს განცხადება მთავარმა პროკურორმა არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა. ირაკლი შოთაძე სოფელ წილკანში იმყოფებდა. მან მოკლული ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარეობს გამოძიება. ტარდება და ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება. დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა და რა თქმა უნდა, გამოძიება წარიმართება მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტიანად, რომ რაც შეიძლება მალე გაირკვეს ის პირები, ვინც შესაძლოა დანაშაული ჩაიდინეს,“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

მთავარმა პროკურორმა გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზეც გააკეთა კომენტარი.

„კონკრეტული პიროვნება, რომელმაც მოკლა ოთხოზორია, დადგენილია, ის პიროვნება მსჯავრდებულია და იგი წითელი ცირკულარით იძებნება ინტერპოლის არხებით, შესაბამისად, ის, როგორც კი მოხვდება ნებისმიერ ქვეყანაში, ნებისმიერი ქვეყანა ვალდებულია, მოახდინოს მისი დაკავება და საქართველოს კომპეტენტური ორგანოებისთვის გადმოცემა,“- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები