არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი წეროვანში, წმინდა გიორგის ეკლესიაში, მიმდინარეობს.
დღეს მთელი საქართველო რუსული საოკუპაციო რეჟიმის მიერ ნაწამები, ქართველი ჯარისკაცის ცხედარს გლოვობს.
ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ნუგზარ თინიკაშვილი, აღნიშნავს, რომ "დღევანდელი მდგომარეობა 2008 წლის ომის გაგრძელებაა".
„არჩილ ტატუნაშვილი არის სამშობლოსთვის შეწირული. სწორედ ამ ყველაფერს შეეწირა, სამშობლოს სიყვარულს,“ - განაცხადა ნუგზარ თინიკაშვილმა.
პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნება - ძლიერი საქართველოსთვის“ მდივანი, ლევან გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს, რომ მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს.
„თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარის, შალვა შავგულიძის თქმით, მთავარი მიზანი ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებაა.
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდში, ძმათა სასაფლაოზე, სრული სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ქართველ ჯარისკაცს 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავებენ და ამით მისივე ანდერძი შესრულდება.