18 ნოემბერი 2024,   00:27
ვრცლად
დღეს დედამიწის საათის მეთერთმეტე რაუნდი აღინიშნება

დღეს დედამიწის საათის მეთერთმეტე რაუნდი მთელი მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება.

ეს მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური გარემოსდაცვითი აქციაა, რომლის დროსაც მილიონობით ადამიანი ერთი საათით ელექტროენერგიის გამოყენებაზე უარს აცხადებს, რითაც პლანეტის მწვანე და უსაფრთხო მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კორპორატიული სპორტის ფედერაციის ინიციატივით, დღევანდელ დღესთან დაკავშირებით ლისის ტბაზე ველომარათონი მიმდინარეობს. გარბენში 200-ზე მეტი, როგორც პროფესიონალი, ასევე მოყვარული ველომრბოლელი მონაწილეობს.

გარბენის დასრულებისთანავე დაჯილდოების საზეიმო ცერემონია გაიმართება.

დღის ამბები