წეროვანში, წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც არჩილ ტატუნაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს, ბიძინა ივანიშვილი მივიდა. ყოფილმა პრემიერმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა. თუმცა, მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
მოგვიანებით არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდში, სამხედრო სასაფლაოზე, სრული სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ქართველ ჯარისკაცს 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავებენ და ამით მისივე ანდერძი შესრულდება.