ბათუმში მდებარე სასტუმრო ლეო გრანდში გაჩენილი ხანძრის საქმეზე, რომელსაც 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია.
სასამართლო განჩინების საფუძველზე სასტუმროს ორი თანამშრომელი დააკავეს. ერთი მათგანი - თურქეთის, ხოლო მეორე საქართველოს მოქალაქეა.
სასამართლოს გადაწყვეტილებას სასტუმროს საწყობის უფროსის, გიორგი მიქმელაძის, ოჯახის წევრები აპროტესტებენ და გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ.
იორგი მიქელაძის მეუღლე, თეა ფუტკარაძე, ამბობს, რომ მისი ქმარი ხანძრის დღეს საქართველოში არ იმყოფებოდა და მივლინებით თურქეთს სტუმრობდა.
„ვითხოვ ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და რატომ სცნეს ჩემი მეუღლე დამნაშავედ. სად სახანძრო უსაფრთხოება და სად საწყობის გამგე, მაგიტომ ვითხოვ შეხვედრას,“ - განაცხადა თეა ფუტკარაძემ.
დაკავებულის ოჯახის წევრები სასტუმროს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას და ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ.