30 სექტემბერი 2024,   03:17
ვრცლად
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წმინდა გიორგის ეკლესიიდან გამოასვენეს

არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წეროვანში მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიიდან გამოასვენეს.

იქ მთელი დღის განმავლობაში ცხინვალის ციხეში მოკლული ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. არჩილ ტატუნაშვილის ოჯახისთვის სამძიმრის გამოცხადებისთვის ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. 

არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდში, სამხედრო სასაფლაოზე, სრული სამხედრო პატივით დაკრძალავენ.

ქართველ ჯარისკაცს 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავებენ და ამით მისივე ანდერძი შესრულდება.

დღის ამბები