18 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ხონის მოსახლეობა ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალსა და აუნაზღაურებელ ზარალზე საუბრობს

ხონის მოსახლეობა ფაროსანას მიერ განადგურებულ მოსავალსა და აუნაზღაურებელ ზარალზე საუბრობს. პარლამენტში ვანი-ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატთან, გიგი უგულავასთან, ადგილობრივები ამბობენ, რომ წელს საშიშროება უფრო დიდია.

ადგილობრივების თქმით, ხელისუფლებისგან უყურადღებოდ არიან მიტოვებულები.

მაჟორიტარობის კანდიდატი ისევ სწრაფ, სტრატეგიულ მოქმედებაზე საუბრობს და ამბობს, რომ მთავრობამ ფაროსანასთან წინააღმდეგ ბრძოლისთვის საგანგებო ვითარება უნდა გამოაცხადოს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ გამოვაცხადებინოთ საგანგებო მდგომარეობა. ჩავრთოთ, რაც შეიძლება, მეტი ადამიანი და განაწილდეს მთელ ამ რაიონებზე და მოხდეს მასიური სამუშაოების წარმოება იმისთვის, რომ გადავარჩინოთ მოსავალი,“ - განაცხადა უგულავამ.

დღის ამბები