საქართველოს პრეზიდენტმა არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.
გიორგი მარგველაშვილი, შვილთან და პრეზიდენტის ადმინისტრაციის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე მივიდა, სადაც ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცი უნდა დაკრძალონ.
არჩილ ტატუნაშვილს მუხათგვერდში, სამხედრო სასაფლაოზე, სრული სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
ქართველ ჯარისკაცს 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავებენ და ამით მისივე ანდერძი შესრულდება.