არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართველ ჯარისკაცს 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავეს, რითიც მისივე ანდერძი შესრულდა.
არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი დღეს წეროვანში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იყო დასვენებული. ქართველი ჯარისკაცის სამოქალაქო პანაშვიდს, როგორც ტაძარში, ასევე მანამდე სოფელ წეროვანში, მის სახლში არაერთი ადამიანი დაესწრო.
მოკლულის ოჯახს ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა და საზოგადოებისთვის ცნობილმა სახეებმა მიუსამძიმრეს.
არჩილ ტატუნაშვილი ცხინვალის ციხეში მოკლეს და ოკუპირებული ტერიტორიიდან მისი ცხედარი მხოლოდ 26 დღის შემდეგ გადმოასვენეს.