„არჩილი არის საოკუპაციო რეჟიმის მსხვერპლი. მან წამებით საქართველოს სიყვარულს, მისი ღირსების დაცვას შესწირა თავი,“ - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ, მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე გააკეთა, სადაც არჩილ ტატუნაშვილი დაკრძალეს.
მან ოკუპირებული ცხინვალის ციხეში მოკლული ქართველი ჯარისკაცის ოჯახს მოისამძიმრა.
„საქართველო არასდროს დაივიწყებს თავის გმირს,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ.
არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის სამხედრო სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ქართველ ჯარისკაცს 2008 წლის ომის გმირებთან დაასაფლავეს, რითიც მისივე ანდერძი შესრულდა.