კავკასიურ სახლში მესტიასა და სვანეთში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის საკითხზე დისკუსია გაიმართა. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, რისკებს დარგის სპეციალისტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები განიხილავდნენ.
შეხვედრაზე ორგანიზატორებმა ეკონომიკის სამინისტროსა და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლებიც მიიწვიეს, თუმცა, მათ დისკუსიაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ სადგურების მშენებლობა რეგიონს ეკოლოგიური კატასტროფის საფრთხის წინაშე აყენებს.