დმანისში, სოფელ ჯავახში, მცხოვრები ავთანდილ ოქრიაშვილი, რომელსაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები აქვს და გადაადგილებაც უჭირს, უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს.
ავთანდილ ოქრიაშვილმა 27 წლის შვილი ერთი წლის წინ დაკარგა და მას შემდეგ უშედეგოდ ეძებს. ის ამბობს, რომ დანაზოგი, რაც წლების განმავლობაში დააგროვა, შვილის ძებნის დროს დახარჯა. ის დახმარებას მთავრობას სთხოვს.
ავთანდილ ოქრიაშვილის თქმით, შემოსავალი მხოლოდ სოციალური შემწეობაა, რომელიც წამლების შესაძენადაც არ ჰყოფნის და ამის გამო ხშირად მშიერი რჩება.
გულის ქრონიკული ასთმის დიაგნოზი აქვს, ტუბერკულიოზსაც ებრძოდა. ორი ოპერაცია უკვე გაიკეთა, ამბობს, რომ მესამეც ესაჭიროება, თუმცა, ფული არa აქვს. თანახმაა, დროებით მაინც, მოხუცთა თავშესაფარში გადაყვანაზე, თუმცა, დმანისში მსგავსი დაწესებულება არ არის.
დმანისის მერი, გიორგი ტატუაშვილი, აცხადებს, რომ მსგავსი ისტორიით რაიონში კიდევ 50-მდე ადმიანი ცხოვრობს, ბიუჯეტი კი მათ საჭიროებებს შეძლებისდაგვარად აკმაყოფილებს.